воскресенье, 3 ноября 2013 г.

პროექტის სახელწოდება
როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოთ
პროექტის აქტუალურობა
ინტერნეტი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბევრი ადამიანი იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგრამ არ გვახსოვს რომ ინტერნეტს მისი მრავალი დადებითი მხარეებისა, გააჩნია უაროფითი მხარეც უსაფრთხოების სახით. იმისთვის რომ უსაფრთხოთ ვიმუშაოთ ინტერნეტში, დავიცვათ ჩვენი მონაცემები, საჭიროა ცოტა ძალისხმევა, დამხმარე პროგრამები და ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინება.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა  ინტერნეტით უსაფრთხოთ და უფრო მეტი პასუხიმგებლობით ისარგებლონ, ასევე მათი დაცვა არალეგალური და საზიანო შინაარსისა და ქცევისგან ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი
1-12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა
5 დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დაცვას, მობილური დაშინებისგან თავის დაცვას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტ რესურსები,საგანმანათლბლო თამაშები: http://www.buki.ge/uploads/games/qartuli/KidsGeorgian.swf
http://www.buki.ge/uploads/games/qartuli/TeenGeorgian.swf
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები პროქტის მსვლელობისას მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტ რესურსებიდან და საგანმანათლებლო თამაშებიდან ინტერნეტის უსაფრთხოთ გმოყენების შესახებ. მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ თავიანთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
საგანთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ის ტექნ.
·ინფორმაციის და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
· იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს (მაგალითად: პაროლი, მონაცემთა დაშიფვრა) და იცავს მათი გამოყენების ნორმებს;
·აცნობიერებს ქსელში ან/და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·ქსელურ გარემოში ახდენს პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონ­სტრირებას;
პროექტის ხელმძღვანელი
ოლგა ნალბანდიან
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
onalbandyan@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
 onalbandyan.blogspot.com